“ხელი ხელს ბანს, ორივე კი – პირსო”.
ჯერ საკუთარი მაგინებელი შეიწყალა, ექსტრემიზმი და რადიკალიზმი წაახალისა, პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისთვის კონსტიტუციაც კი დაარღვია და, სამაგიეროდ, “ნაცმოძრაობამ” გადაარჩინა იმპიჩმენტს. ახლა სხედან და გეგმავენ, როგორ მობანონ ბინძური სახეები ერთმანეთს“, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, “ნაცმოძრაობისა” და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა.

„თუმცა, იმხელა ნაგავშია ჩაფლული “ნაცმოძრაობა”, რაც არ უნდა ექაჩოს ზედაპირისკენ სალომე ზურაბიშვილი, ვერაფერს მოუხერხებს.
პირიქით, ოქტომბრის არჩევნები ისე გაამარტივეს, რომ ვერც კი წარმოვიდგენდით.
ფაქტობრივად, ყველა უსამშობლო და პარაზიტი პოლიტიკოსი გააერთიანა სალომემ და საკუთარი ფრთის ქვეშ შეისახლა. ახლა ბევრად მარტივია ყველას ერთად გახვეტა პოლიტიკური სანაგვისკენ”, – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.