„მადლობა მინდა ყველას გადავუხადო, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ ევროპის ჩემპიონატი, ვფიქრობ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი გუნდი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ძალიან ღირსეულად, ძალიან ძლიერად წარმოჩინდა ჩვენი ფეხბურთის ნაკრები, მინდა ჩვენს მაგარ ბიჭებს მადლობა ვუთხრა კიდევ ერთხელ და ამ ძალიან ბევრი სიხარულისთვის, რომელიც მათ მოგვანიჭეს“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შოვში, მთის დღეების ფარგლებში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს.

„ვფიქრობ ეს ყველაფერი რაც შეიქმნა ინფრასტრუქტურა, სტადიონები, განახლებული ბაზები დარჩება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს და გაიზრდებიან მომავალი თაობა და უფრო მაგრად გავიმარჯვებთ მომდევნო ჩემპიონატებზე, მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.