„წარმოიდგინეთ, ეს ცვლილება შეიტანა ამერიკის მხარემ, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება და გვსაყვედურობს, რომ რუსეთთან არ გვქონდეს რაიმე პრაგმატული პოლიტიკა და გვქონდეს სამხედრო კონფლიქტი”, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რეზოლუციაში ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. რეზოლუციაში ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე – სამაჩაბლო”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.