„ძალიან საინტერესო კვირეული აქვს ოპოზიციას… მგონი, ჩვენს გასაკეთებელ საქმესაც გვიადვილებენ. შემოდგომაზე დაგეგმილ „ნაცმოძრაობის” გასამართლების პროცესამდე თვითგანადგურება დაიწყეს: პარტიული სიის შედგენა დაიწყეს ჟარგონული მორალით – „ნაცობა ტეხავს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე.

„აქვე, მათი იდეოლოგიური „მამების” გზავნილიც წამოეწიათ – თითქოს, რაიმე კითხვის ნიშანი იყოს ჩვენს ევროპულ კურსთან მიმართებით, და გაჩნდა „საუკეთესო იარაღი ჩვენს ხელში“ – ოპოიდეოლოგების სტანდარტული მოჭიდება ხავსზე.

ეს ქვეყანა არ ჩაგყვებათ ამ ჭაობში. ვიცით, კიდევ ბევრი მესიჯი იქნება არჩევნებამდე თქვენს გადასარჩენად, მაგრამ ხალხი ბრძენია. სათაურში სახელის დამალვა (პარტიის ნომრის დატოვება „ნაცმოძრაობის“ გარეშე) ქართველ ხალხს ვერ დაავიწყებს უახლეს ისტორიას. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”, – წერს ზაალ მიქელაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.