პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინის მიერ ბუნდესტაგის დეპუტატის ზერენ პელმანის ქვეყანაში შეშვებაზე უარს ეხმაურება.

„რუბრიკიდან – “დავეწიოთ უკრაინას“.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულად ეკიდება უკრაინის გადაწყვეტილებას – უარი თქვას ქვეყანაში ბუნდესტაგის დეპუტატ ზერენ პელმანის შეშვებაზე. სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პელმანის ვიზიტის თაობაზე უკრაინული მხარე წინასწარ იყო ინფორმირებული და გერმანიის საგარეო უწყება არ იყო საქმის კურსში, რომ უკრაინაში არსებობს არასასურველ პირთა სიები.

არაოფიციალური მონაცემებით, უარის საფუძველი დეპუტატ პელმანის თითქოსდა უარყოფითი პოზიცია გახდა, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე. რა პოზიცია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებმაც: უარი განაცხადეს 2008 წელს მოსკოვისთვის სანქციების გამოცხადებაზე, 2009 წლიდან რეგულარულად მონაწილეობდნენ წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმებში, ხოლო 2024 წლიდან “პარტნიორ” საქართველოს, რუსეთის მხრიდან შესაძლო მომდევნო აგრესიასთან გამკლავების მიზნით, სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე უარს ეუბნებიან?!

ეს იყო რიტორიკული შეკითხვა, რუბრიკიდან “დავეწიოთ უკრაინას” – რაღაცაში მაინც…“ – წერს ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.