„გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი “რევიზორის” რიტორიკით გვემუქრება“,- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა და გერმანიაც აღარ იღებს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ ეტაპზე.

ანალიტიკოსის შეფასებით, ამგვარი მავნებლური დამოკიდებულებით და ფარისევლობით, ჰერ პეტერი აზიანებს როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, ასევე ლახავს დიპლომატის ღირსებას.

“თაღლითების პარტია-კანტორა “ლელოს” ღია მხარდამჭერი გერმანელი დიპლომატი ფიშერისგან არაფერი ესწავლება სუვერენულ საქართველოს. ამგვარი მავნებლური დამოკიდებულებით და ფარისევლობით, ჰერ პეტერი აზიანებს როგორც სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას, ასევე ლახავს დიპლომატის ღირსებას. სხვა განზომილებაში ცხოვრობს გერმანიის ჯერჯერობით ელჩი ფიშერი, როცა ასეთი, მისი სტატუსისთვის შეუფერებელი ტონით ელაპარაკება მასპინძელ ქვეყანას, დამოუკიდებელ საქართველოს”,-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.