“პოლიტიკური თანასწორის შესაძლებლობა დემოკრატიის ხარისხის შეფასების ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პოლიტიკური თანასწორობის ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან დემოკრატიაზე საუბარი ხალხის დაცინვაა.
„რა თქმა უნდა ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს.
ხალხის დაცინვაა, როცა დემოკრატიაზე გვესაუბრება “ნაციონალური მოძრაობა” – პარტია, რომლის მმართველობის დროს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსით 84-ე ადგილზე ვიყავით. ეს ნიშნავს, რომ მათი მმართველობის პირობებში საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობდა და ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ ჰქონდათ მოქმედების თავისუფლება.
2012 წლის შემდეგ საქართველოს პროგრესი გამორჩეულია, რეიტინგში 69 ადგილით დავწინაურდით და მოჩვენებითი დემოკრატიიდან ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ვიქეცით!“ – წერს დავით ჩიხელიძე”ფეისბუკის” გვერდზე.