„ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე „ედისონ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება.
„დაცინვაცაა და დაცინვაც… ,,ედისონის” მკვლევრებმა სიმბოლურად, 41-41% დაუწერა საკუთარ არჩევანში ჩაკარგულებს – ბოკუჩავა/ვაშაძეს.
უფრო შორს წავიდნენ ,,ედისონელები”- ერისა და ბერის დავიწყებული ექსპრეზიდენტი მარგველაშვილი რეიტინგებს სათავეში ჩაუყენა, ნაცანასხლეტების შემკრებ ზურაბიშვილთან ერთად- 63-63%. არ აწყენინეს შალიკოს (არ დაუკარგეს ფანჩატურში შეფარება) და 40% დაუწერეს, თუმცა პარტიულ რეიტინგში ბარიერს ახლოსაც არ მიაკარეს.
გაიღვიძეთ! სიზმარშიც კი, სწორ გაჩერებებს გაცდით! შემდეგი გაჩერება არ იქნება ,,უკრაინიზაცია” !!! 26 ოქტომბერს შედგება მშვიდობიანი, სუვერენული საქართველო,“- წერს ზაალ მიქელაძე.