ირანში პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციის ცერემონიისთვის მზადება მიმდინარეობს. ირანული მედიის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში ჩავიდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ენრიკე მორა.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი.