„ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლების მოთხოვნას არგუმენტებით ხსნის. მან კომენტარი გააკეთა დღეს „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილზე და განაცხადა, რომ ძალას, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, არსებობის უფლება არ აქვს.
„იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ეს ძალა [“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”] ისეთი დანაშაულებისთვის, როგორებიცაა ბიზნესების წართმევა, პატიმრების წამება და გაუპატიურება, უდანაშაულო ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა და სხვა უამრავი, რაც მათი ხელისუფლების დროს მოხდა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასამართლდეს. ჩვენი სახელმწიფო სრულყოფილი ვერ იქნება, თუ პოლიტიკურ სივრცეში ამგვარი პოლიტიკური ერთეული იარსებებს. აუცილებელია გამოძიება”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.