“მშვიდობისთვის და საქართველოს შემდგომი განვითარებისთვის საჭიროა, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გადაჭრას ყველა პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას”, – ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი წერილი საკონსტიტუციო უმრავლესობის აუცილებლობას გვაჩვენებს. განსაკუთრებით საინტერესოა ორი პუნქტი – „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც რეჟიმის გასამართლება და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა.
როგორც წერილიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი წარმომადგენლების გასამართლება არა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, არამედ დასავლელი პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ განხორციელდა.
საბედნიეროდ, დღეს ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისუფლების ის ხარისხი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას გვაძლევს. ალბათ, შორს არ არის ის დღე, როცა ყველაფერი ცხადი გახდება და ქართველი ხალხი გაიგებს, თუ ვის ინტერესებში შედის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ველზე ყოფნა და ვინ არიან მათი დამცველები.
ცალსახად აუცილებელია ნიურბერგის პროცესი, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ ვამბობდი. რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას, იგი სახელმწიფოსა და ქართველი ერის გადარჩენისა და დაცვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საქართველოს უკრაინიზაციისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალებაა“, – წერს დავით ჩიხელიძე “ფეისბუკის” გვერდზე.