„ქართული ოპოზიციისთვის რუსული ზეთია პრობლემა, თორემ მთელი ევროპა უკრაინის გავლით რუსულ გაზს რომ იღებს, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის მიერ ქართული ჯარისთვის რუსული ზეთის შეძენის შესახებ ოპოზიციის რეაქციებზე.
„ამერიკა ომის დაწყების შემდეგ რუსეთთან ვაჭრობას რომ აორმაგებს სასუქებისა და ლითონების სფეროში, ბალტიის ქვეყნები პირველ ადგილზე რომ არიან რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტში, ეს ყველაფერი პრობლემა არ არის, რუსული ზეთია პრობლემა. ამიტომ, სასწრაფოდ დაიწყოს კამპანია ოპოზიციამ – არა რუსულ ზეთს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.