„ოპოზიციის საცოდაობა ის კი არ არის, რომ არჩევნებში წარმატების პერსპექტივა არ აქვთ, არამედ, იმდენად უსუსურები და ბითურები არიან, პოლიტიკური დღის წესრიგიც აღარ გააჩნიათ. ვერაფერი დაუპირისპირეს “ქართული ოცნების” განცხადებებს, საარჩევნო გზავნილებს, მომავალ გეგმებს და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების საკითხით დაკავდნენ“, – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
“ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პოტენციური თავდასხმის აქტს იძიებს სუს-ი და უსაფრთხოებაც, შესაბამისად, აუცილებლობას წარმოადგენს, და მეორე – ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმა, პრემიერ-მინისტრის მძიმედ დაჭრა, სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების აღკვეთა და საქართველოს მთავრობის მეთაურის გაფრთხილება შესაძლო თავდასხმაზე.
შესაბამისად, გლობალური ომის პარტია არავის ინდობს, ვინც კი მის პოლიტიკურ კონიუნქტურას არ იზიარებს და სწორედაც, ჩვენს რეგიონში ამის ნათელი მაგალითია “ქართული ოცნება” და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
აქედან გამომდინარე, არასერიოზულია გამკაცრებულ უსაფრთხოებაზე კითხვის დასმაც კი, მაგრამ ჩვენი საცოდავი ოპოზიციის შემხედვარეს არც მიკვირს, სათქმელი და სამოქმედო რომ ვეღარაფერი აქვთ ამ ბითურებს. ქარის წისქვილებს ებრძვიან.
მიდით, ეგრე გააგრძელეთ და 26 ოქტომბერს ჭირისუფალიც აღარ დაგრჩებათ დამტირებლად!” – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.