„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი”, – განაცხადა მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა და მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ დელეგატმა დავით კაჭარავამ.
„გვექნება შეხვედრები მოსახლეობასთან. შეიძლება ამ შეხვედრებს საველე შეხვედრებიც კი დავარქვათ. გავეცნობით მოსახლეობის პრობლემებს და მოთხოვნებს.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებულია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებია გადასაწყვეტი. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ საკითხებს მიხედვა სჭირდება”, – განაცხადა დავით კაჭარავამ.