კომპანია “SpaceX-ის” დამფუძნებელი ილონ მასკი გამოეხმაურა “Meta-ს” დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის – მარკ ცუკერბერგის წერილს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქმე, შესაძლოა, აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორების დარღვევას ეხებოდეს.
„ჩანს, რომ საქმე გვაქვს პირველი შესწორების დარღვევასთან“, – დაწერა მასკმა.
პირველი შესწორების თანახმად, აშშ-ის კონგრესი არ უნდა უჭერდეს მხარს სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმასა და მის შეზღუდვას.
მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახდენდა. საქმე ეხება 2021 წლის მოვლენებს.