“გამო(ბრძანდა)ვიდა სალომე ზურაბიშვილი და ერთხელაც შეგვახსენა, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტს იკავებს, შესაბამისად 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების დანიშვნას მოაწერა ხელი”, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

“კიდევ რაღაც რაღაცები თქვა, რაც მე თარჯიმნის გარეშე კარგად ვერ გავიგე, თავისებურად ჩაიღიმ-ჩაიცინა ესაო, ისაო, მგონი ცოტა დაგვემუქრა კიდეც…. ჯერ მეტი არაფერი დაუვალებიათ, დანარჩენს მოგვიანებით გეტყვითო და ეკრანიდან გაუჩინარდა…” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.