“ფსევდო-პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 27 აგვისტოს გამოსვლა კვლავ არაფრით განსხვავდებოდა მოღალატე “ნაცმოძრაობის” გზავნილებისგან. ვერც იქნება, რადგან კონსტიტუციის დამრღვევი, რეპუტაციაშელახული ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეშია მარიონეტული რეჟიმის დამყარების მოსურნე ნაცოპოზიციასთან ერთად”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
“რასაც უბრძანებენ გარედან, იმას იმეორებს ჩიქორთული ქართულით. პატრიოტიზმზე გველაპარაკება ის სამარცხვინო ე.წ. “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომლისთვის საქართველოს სუვერენიტეტი და კანონის უზენაესობა უმდაბლესი პრიორიტეტებია.
კვლავ გავიმეორებ – აგენტოკრატიის ინსტრუქციით, სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალური დარტყმა მიაყენოს საარჩევნო პროცესსაც, ცესკოსაც და ელექტორატის უმრავლესობის ლეგიტიმური ნება გამოაცხადოს ვითომ “მიტაცებულად”, – წერს გია აბაშიძე.