ჩეხეთის პროკურატურამ საქველმოქმედო ფონდის “Help Ukraine-ის  („დაეხმარე უკრაინას“) დამფუძნებელს, ბრალი წაუყენა.

როგორც უკრაინული მედია წერს, გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ გერგელმაჩეხეთის განათლების სამინისტროსგან საზოგადოებრივ ცენტრროზტილისდასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის ნაწილი მიითვისა.

ცენტრი უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი შვილების ინტეგრაციის მიზნით დაარსდა, თუმცა გაირკვა, რომ ფონდი თანხას იღებდა უკრაინელი მშობლებისგან და ცენტრისაღმზრდელებს თვეების განმავლობაში არ უხდიდა ანაზღაურებას.

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ განათლების სამინისტროსგანდაფინანსების მიღების შემდეგ გერგელმა 2 მილიონი კრონი დედის ანგარიშზე გადარიცხა.

მოგვიანებით კი ფონდის ანგარიშიდან 6 მილიონამდე კრონი გაანაღდა და პრაღაში ბინაიყიდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.