“ჩვენ აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, დევნილები აუცილებლად დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, მანამდე კი განსახლების უპრეცედენტო პროგრამა გრძელდება”, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დელეგატი გლდანის რაიონში, ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება.

მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში დაიწყება.
ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში 13 000 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებს“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე “ფეისბუკის” გვერდზე.