„პრეზიდენტის წარმომადგენელიო, რომ წერია, ის რატომ არ წერია, ბურჯანაძე აშშ-ის საელჩოში მრჩეველი რომ იყო?! ანუ რა გამოდის – პოლიტიკურად მოტივირებულ სარჩელზე, სადაც გამჭვირვალობას არადემოკრატიულად ნათლავენ და წმინდა წყლის სპეკულაციაა, კითხვაზე: რატომ? – არგუმენტია მხოლოდ “იმიტომ”; ერთი მოსარჩელე ამერიკის საელჩოსა და ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ფავორიტია წარმომადგენელი?!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელზე ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი ბურჯანაძეა.

„სალომე ზურაბიშვილს რომ ჭკუაც დოტაციაზე აქვს დასმული, მისი პრობლემაა, მაგრამ არავის უჩნდება იმის განცდა, რომ ცოტა უხერხულია, პრეზიდენტის წარმომადგენელი, მინიმუმ, ნეიტრალურ მხარეს მაინც წარმოადგენდეს და არა, უცხო ქვეყნის საელჩოს თუნდაც ყოფილ, მაგრამ განსაკუთრებულ ფავორიტს?!
თუმცა, კელი დეგნანის დაწყებული კამპანიას – “არა რუსულ კანონს” “გაპრავება” ხომ სჭირდება?!
ჰოდა, აი, ისიც – საიდანაც იყო ნაკარნახევი ამ კანონის გაშავების მცდელობა, სწორედ მისი ყოფილი წარმომადგენელი დგას ახლა ტრიბუნასთან!
და ესენი საუბრობენ დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და თვითმყოფადობაზე, ეს გენმოდიფიცირებული უსამშობლოები?!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.