ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის შემცირება გრძელდება საერთაშორისო ფასების კლების ტენდენციიდან გამომდინარე.
საწვავი ბოლო 1 კვირის განმავლობაში 4 თეთრიდან 10 თეთრამდე გაიაფდა. დიზელის საწვავის (L-62) ფასი შემცირდა 5 თეთრით/ლიტრზე.
ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირი: „აღნიშნული კატეგორიის საწვავი, მთლიანობაში, ბოლო 2 თვის განმავლობაში შემცირებულია 20 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ის დაუბრუნდა გასული წლის დეკემბერში არსებულ ფასს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ L-62 დიზელის საწვავის მსხვილი მომხმარებლებია: სასოფლო-სამეურნეო, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დასაქმებული ტექნიკა, სხვადასხვა გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებები და ზოგადად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, ფასების კლება მნიშვნელოვანი შეღავათია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის“.