“გამჭვირვალობის რეესტრში არასამთავრობოების მხოლოდ 1% დარეგისტრირდაო – “ნაცების” ახალი მესიჯი. ამ ლოგიკით, გამჭვირვალობის კანონს არასამთავრობოების მხოლოდ 1,5% აპროტესტებდა. გასაჩივრებით კი, მხოლოდ 0,4% ასაჩივრებს. მოკლედ , მაგარი კატა გამოჩხრიკეს…” – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო ფრაქცია”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.
“სინამდვილეში, 30 ათასი არასამთავრობო
მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რამდენიმე ასეული მოქმედი არასამთავრობოდან კი სამასამდე ორგანიზაციამ უკვე შეიტანა განაცხადი.
კიდევ უფრო კონკრეტულად: საუბარია მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციაზე, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხოეთიან აქვს. ანუ, თუ სწორად იტყვიან და არ მოიტყუებიან, აღმოჩნდება, რომ ნახევარზე გაცილებით მეტს უკვე შეტანილი აქვს განაცხადი. კიდევ უფრო ზუსტი მონაცემები კანონის ბოლომდე აღსრულების შემდეგ გახდება ცნობილი”, – წერს მაჭავარიანი “ფეისბუკის” გვერდზე.