„ხალხი ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორის – დევიდ კრამერის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ის ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.

„ვინ დაიდო ამათი ცოდვა, ეს “უსახელო ნაბიჭვრები” მოაგროვა, საქართველოს ცენზორად დაუწესა და ქართველ ხალხს ჭკუას ასწავლის?!
თან, რომ ჰგონია, ამ განცხადებით ოპოზიციას არგო და რადიკალიზმი წაახალისა!
თქვე საცოდავებო, მრჩეველი მაინც არ გყავთ, აზრი მოჰკითხოთ, გაიაზროთ და გაითავისოთ – საუკუნეებია, ვებრძვით ათასი რჯულის ცენზორს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლას შევალიეთ მთელი ისტორია, და ერთი ნაგავია ჩვენთვის “ცეკას” მეორე მდივანი და ამერიკული ფონდის პრეზიდენტი.
ეს 6.5 მილიარდის თემა ხომ ცალკე ტრაგიკომედიის ჟანრიდანაა – ჩვენ ეს ფული საქართველოს მოვახმარეთო…
სინამდვილეში, საკუთარ არასამთავრობოებს აძლიეს, ინახეს წლების განმავლობაში და ამერიკულ ინვესტიციად “გვატენიან”.

სწორედ ეგ ანერვიულებს ამას, რომ არასამთავრობოების გასათეთრებელი “მაყუთებით” ვეღარ ისარგებლებენ, ვეღარ გამართავენ ფორუმებს და, რა უსახელოც იყო, იგივე დარჩება.

ერთი ჭეშმარიტებაცაა – 30 წლის განმავლობაში, ვერავინ დაასახელებს ამერიკულ მსხვილ, რეალურ ინვესტიციას საქართველოში, რადგან ეგეთი ბუნებაში არ არსებობს (თაღლითი “ფრონტერას” გარდა).
ჰოდა, გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ – თქვენი მონა სააკაშვილის რეჟიმი კარგა ხნის დამთავრებულია და ახლა იმ კუდების მოჭრის დროა, თქვენ რომ ექსტრემისტული ჯგუფების სახით დატოვეთ ქართულ პოლიტიკაში!
აი, ეგ მუცლის გვრემა აქვს ბატონ კრამერს!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.