მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 11,6%-ით გაიზარდა და 53 მილიარდ 600 მილიონი ლარი შეადგინა. ამ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 20 მილიარდ 500 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5 %-ით მეტია.
გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა და საშუალო თვიური ხელფასიც.