“ოპოზიცია განადგურდა გარე ძალების ხელით. საბოლოო ჯამში, გარედან იწერება სცენარები. გარეთ ვინც წერს კონკრეტულ სცენარებს, მათ არ აქვთ საზოგადოების პულსის სწორი აღქმა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის შეფასებით, გარე ძალებმა, პრაქტიკულად, თვითონ გაანადგურეს ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრულიად სხვა მიზანი – ხელისუფლებაში ოპოზიცია მოეყვანათ.
„არის სრული ქაოსი და, რა თქმა უნდა, ეს ასე წარიმართება მომავალშიც, და ეს ძალიან კარგია. იმ შემთხვევაში, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, სრული ფიასკოსთვის არიან განწირული. ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. საბოლოო ჯამში, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავისითაც სუსტდებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ აქტიურად განვაგრძოთ ზრუნვა ამ პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. უნდა მომზადდეს შესაბამისი სარჩელი, რომელიც შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. ვიდრე კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რჩება ოფიციალურ პოლიტიკაში, ეს ქვეყანა ვერ დაისვენებს. აგენტურა არ უნდა იყოს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ბოლომდე გავაჯანსაღოთ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური სისტემა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა მომავალში, დემოკრატიული თვალსაზრისით, შეუქცევადად განვითარდეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.