ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრის კენჭს.

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ათასამდე ადამიანის საპატიმროდან გათავისუფლებას, ხუთი ათასამდე მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემცირებასა და პენიტენციური დაწესებულების ეტაპობრივად დატოვებას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ამნისტიის მიზანი პატიმრების რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება და ჰუმანურ აქტსა და საზოგადოებრივ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვაა.