საქართველოს პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას
მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ვატო შაქარიშვილი.
“რეზიდენტი ზურაბიშვილი რეციდივისტი გახდა კონსტიტუციის დარღვევაში!
პირდაპირ ერევა საარჩევნო პროცესში და, გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ახლა უკვე გახარია-ხაზარაძეს შორის მაჭანკლის ფუნქცია იკისრა! ჩემთან მოდით ორბელიანების სასახლეში და სანთელს მე დაგიჭერთო…
ცხადია, ამ უპრეცედენტო ჩარევაზეც არაფერს იტყვიან აშშ, ევროკავშირი და სადამკვირებლო მისიები! ვერ მოვისმენთ განცხადებებს ღრმა შეშფოთების შესახებ! თამაშის წესების მათი მხრიდან დარღვევა ხომ დაშვებულია და არც კრიტიკას ექვემდებარება – ასეთია ევროამერიკული ორმაგი სტანდარტი!
ზურაბიშვილის პირით ამერიკული სპეცსამსახურები გველაპარაკებიან, რომლებიც, ზურაბიშვილის გარდა, ევროკავშირის ბიუროკრატიასაც სრულად აკონტროლებენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ “ნაცმოძრაობის” ეს ორი სატელიტი – “ლელო” და გახარია ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ ცდილობენ მათ იძულებით დაქორწინებას!
ეს არ არის 2003 წელი და 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დაამკტიცებს ქართველი ხალხი, რომ ქვეყნის გარედან, აგენტურით დაკომპლექტებულ ხელისუფლებას ვეღარ დაგვინიშნავენ!” – წერს ვატო შაქარიშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.