“არ დავიწყებ ახლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით – “ძალადობა დასაგმობია, ცუდია” და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით. კონფლიქტი დაიწყო გახარიამ. რა მნიშვნელობა აქვს, ჭიქა ესროლა თუ სხვა რამე?!”- წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მოპოვებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიამ დაიწყო და დიმიტრი სამხარაძეს სახეში პლასტმასის ჭიქა ჩაარტყა.

“რაც ჩანს ვიდეოში, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს.
გამოჰკითხონ გახარია და გაირკვევა, რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, გამოჰკითხავენ სხვებსაც”, – წერს ანჯაფარიძე.