“კადრში ნათლად ხედავთ, რომ გიორგი გახარიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიტო სამხარაძეს და მასთან მყოფ ადამიანებს და მათგან შესაბამისი პასუხი მიიღო”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” დეპუტატს – დიმიტრი სამხარაძეს სახეში ჭიქა ჩაარტყა.
“გიორგი გახარია იყო ინიციატორი ამ დაპირისპირების და მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
პ.ს. ოპოზიცია, მასობრივად, ღია პროვოკაციაზე მიდის. მას სურს, კოლექტიურ დასავლეთს მორიგი ნარატივი ჩააწოდოს: “ნახეთ, როგორ იდევნებიან საქართველოში ოპოზიცია და მისი ლიდერები!”
სინამდვილეში, დაპირისპირებები, რომლებსაც ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ ამ დღეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი, არის და რჩება ხელოვნურად, წინასწარ დადგმული სცენარით მოქმედებად, ძირითადი მიზნით: “ოპოზიციას ავიწროებს ხელისუფლება”, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.