პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ისაუბრა.

„რაღაცაში დარწმუნებული ვარ, რაღაც კი, უბრალოდ, ვიცი – ქვეყნის შესაბამისი სამსახურები ფხიზლად არიან და თავიანთ საქმეს სამუშაო-პროფესიულ დონეზე უძღვებიან. ასე მაგალითად, საქართველოსთან “ცალმხრივი მეგობრობის” რეჟიმში მყოფ ქვეყანაში გახსნილია ორი დამატებითი ანტიქართული მართვის ცენტრი, ერთ-ერთი მათგანი – ქვეყანაში მყოფ, ოპოზიციის მომხრე, რუსეთის დესტრუქციულ მოქალაქეებთან კავშირზე ყოფნის მიზნით. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ამ შტაბს რუსეთიდან გაქცეული და კიევში მცხოვრები ოპოზიციონერი ილია პონომარიოვი პირადად ხელმძღვანელობს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ზაფხულის პერიოდში, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევის გამო, საქართველოდან გაძევებულ იქნა 133 უცხო ქვეყნის მოქალაქე. იმედია, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – წერს დავით ქართველიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.