„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ლორა თორტონის ინტერვიუს ეხმაურება.

„ქალბატონო ლორა, სამართლიანობის აღდგენა, არასრულწლოვანთა დაცვა ლიბერალური სიგიჟეებისაგან, მშვიდობის პოლიტიკა და ქვეყნის დეოკუპაცია გახდა ავტოკრატია?! თუმცა, რა გასაკვირია – 180 ახალგაზრდის ქუჩაში დახვრეტა, 300 000 პრობაციონერი, ათიათასობით პატიმარი, ოკუპაციაში ხელშეწყობა და საკუთარ ჯარისკაცებზე ომის დაწყების დაბრალება არ იყო თქვენთვის დემოკრატიის შუქურა და დასავლური ცივილიზაცია?! ისე, საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას, საპრეზიდენტო კანდიდატზე თავდასხმებს, მკვდარი სულების კონგრესმენებად არჩევას და ლიბერალიზმით ძირგამომპალ ადმინისტრაციას რომ მიხედოთ, რომელიც ომის დისტრიბუტორად იქცა მსოფლიოში, არა?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.