აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში “ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.

„როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა, 1877 წელს, ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს: „მოგესალმებით, ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“

ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“ – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.