„კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დანაყოფის – „ლელოს“ საარჩევნო პროგრამას უნდა ერქვას “გიგლა ბერბიჭაშვილის გზა” და არა “ილიას გზა”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი.

„მევახშე ხაზარაძემ საზოგადოებას წარუდგინა წინასაარჩევნო პროგრამა – ე.წ. ილიას გზა. მევახშე ამომრჩევლებს 1000-ლარიან პენსიასა და მინიმალურ 1000-ლარიან ხელფასს ჰპირდება.

სირცხვილია, როდესაც ხალხის მძარცველი ხაზარაძე საარჩევნო პროგრამას “ილიას გზას” უწოდებს. მინდა მას ვუთხრა, რომ მისგან განსხვავებით, დიდი ილია არასდროს არ ყოფილა მევახშე, ყოველთვის გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა.

1000-ლარიანი პენსიისა და მინიმალური 1000- ლარიანი ხელფასის დაპირება როგორ დავიჯეროთ, როდესაც რეგიონებში “თიბისი ბანკის” თანამშრომლების 90%-ზე მეტის ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებს შეადგენს.

დაბოლოს, მევახშე ხაზარაძე არათუ ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, არამედ უამრავი შემთხვევაა, როდესაც “თიბისი ბანკის” უამრავი მსესხებელი გამოასახლეს სახლებიდან და ბევრმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე“, – წერს ლევან კოჭლოშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.