ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბერკი არაერთხელ დააპატიმრეს, რადგან კვლავ მიდიოდა სკოლაში, სადაც მას უკვე აღარ ჰქონდა შესვლის უფლება და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც “აგრესიულად დაუპირისპირდა ხელმძღვანელ მასწავლებელს იმის გამო, რომ უარი თქვა 17 წლის ტრანსგენდერი მოსწავლისთვის მიემართა მისთვის სასურველი სახელით და ნაცვალსახელით.”
ენოჰ ბერკმა, რომელიც ასწავლიდა ისტორიას და გერმანულს, განაცხადა, რომ მისი ევანგელისტური ქრისტიანული მრწამსი ნიშნავს, რომ ის “ეწინააღმდეგებოდა ტრანსგენდერიზმს.”
ბერკის შესახებ, ჯერ კიდევ 2023 წელს წერდა ბრიტანული ტაბლოიდი „დეილი მეილი“ და მას მოიხსენიებდა როგორც „ირლანდიელ მასწავლებელს, რომელიც კულტურული ომის ცენტრში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც უარი თქვა ტრანსგენდერი მოსწავლის ნაცვალსახელის გამოყენებაზე. მას საერთო ჯამში ციხეში 400 დღე აქვს გატარებული”.