„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდების შესაძლო გაერთიანების საკითხზე წერს და მას „ექსტრაკორპორული განაყოფიერების“ პროცესს უწოდებს.

„პოლიტიკაში, ისევე როგორც სამედიცინო რეპროდუქციის სფეროში, მძიმედ მიმდინარეობს ექსტრაკორპორული განაყოფიერების პროცესი. იშვიათია პირველივე ცდაზე დადებითი შედეგი.

ამ ეტაპზე ვერც ამათ ჩაუსახეს ერთმანეთს პოლიტიკური ნაყოფი, არადა ბატონ ძაბირაძის საექსპორტო დასკვნით, “განაყოფიერება” უკვე შემდგარი ყოფილა თურმე და მან უნდა “ჩააჩოჩოს” პირველი ადგილიდან ბუნებრივი ჩასახვისუნარიანი ხელისუფლება. დაველოდოთ კიდევ ერთ მცდელობას”, – წერს ქართველიშვილი.