“მაქვს განცდა, რომ ერთადერთი პრობლემა, რაც გვაქვს, ის კამპანია, რომელიც აწარმოა „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობის ნაწილში – „არა ომს და მშვიდობა“, და მერე მოქალაქეებიც [ამბობენ], რომ მთავარია მშვიდობა იყოს”, – განაცხადა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ „TV პირველის“ ეთერში.
“მინდა გითხრათ, რომ როგორც უკვე თქვეს, მშვიდად ადამიანები არიან საფლავში, დანარჩენი – არ არსებობს მშვიდობა. თუ ამას არ გავიაზრებთ, რომ ამ დათმობის შემდეგ მშვიდობა ინდივიდუალურად აღარ ექნებათ ადამიანებს და შიშში იცხოვრებენ მთელი ცხოვრება, როდის გაბრაზდება მათზე ხელისუფლება და როდის – არა, მაშინ ვერანაირ ცვლილებას ვერ განვახორციელებთ”, – განაცხადა კორძაიამ.