ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსიმ განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში უნდა განიხილებოდეს არა როგორც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერვენცია, არამედ როგორც აშშ-ის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე.

„ჩვენ თუ გავაანალიზებთ უკრაინის კონფლიქტს, თუნდაც იმას, რაც ზედაპირზე დევს, ვნახავთ, რომ ეს არ არის კონფლიქტი იმის შესახებ, რომ პუტინი შეიჭრა უკრაინაში. ეს რაღაც სხვაა, როგორიცაა ამერიკის ძალის გავლენა ყოფილ საბჭოთა კავშირზე“, – აღნიშნა საქსმა.

ის აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საქმეებში აშშ-ის ჩარევის თემას შეეხო. საქსის თქმით, მიუხედავად იმისა, ამერიკა ყოველთვის აცხადებს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაცას იცავს, სინამდვილეში აღიქმება, როგორც მისი ძალის დემონსტრირება.

„ვთქვათ თუნდაც ის, რომ რაღაცას ვიცავთ, იქნება ეს უკრაინაში, სირიაში, ლიბიაში თუ სხვა ადგილებში, დამიჯერეთ, ეს რაღაცის დაცვად კი არ აღიქმება, არამედ აშშ-ის ძალისა და ინტერესის დემონსტრირებას ჰგავს“, – განაცხადა მან.