„აშშ რუსეთთან უშუალო და არა პროქსი ომშია, რადგან თავის დროზე, საქართველოში, კავკასიასა და უკრაინაში ნატო-ს შემოყვანას ცდილობდა“, – განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში All-In Podcast.
„ჩვენ ახლა უშუალო და არა პროქსი ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც 6 ათასი ბირთვული ქობინი აქვს. მე მსგავსი სისულელე არაფერი მინახავს. ყველაფერი ვიცი, ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ აურზაურში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წინ ვიყავით, საქართველოში, კავკასიასა და უკრაინაში ნატო შემოგვყავდა“, – თქვა მან.
საქსი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი იგივე პოლიტიკას გააგრძელებს პეკინთან მიმართებით, შესაძლოა, ბირთვული ომი მივიღოთ.
„თუ ჩვენ იმავეს გავაკეთებთ ჩინეთთან მიმართებით, იქნება ომი. ეს არ იქნება ყირიმის, პირველი ან მეორე მსოფლიო ომების მსგავსი… ეს იქნება ბირთვული ომი“, – დასძინა საქსმა.