პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გახარია-ხაზარაძის გაერთიანებას გამოეხმაურა.
„სამ-ნახევარი თვის წინ, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა დაიწყო გარკვეული მოძრაობა და ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკოსების შეკრება მის ირგვლივ, „ხალხის ძალამ“ ვთქვით, რომ ეს კეთდებოდა ერთადერთი მიზნით – შეექმნა საფუძველი იმ სამომავლო გაერთიანებისთვის, რომელიც გულისხმობდა „ლელოსა“ და გახარიას პარტიის გაერთიანებას. ცალ-ცალკე არც „ლელოს“ და არც გახარიას არ აქვთ 5%-ის გადალახვის შანსი. შესაბამისად, მათი გაერთიანება მათივე უცხოელმა პატრონებმა ჩათვალეს აუცილებლად, რომ რაღაცნაირად გადაალახვინონ ბარიერი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.