“ვფიქრობ, აშკარაა, რომ არსებობს ერთი „Deep State“ პარტია – ჩეინის, ჰარისის, ბაიდენისა და ვიქტორია ნულანდის, რომელიც ახლა კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩემი კოლეგაა“, – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეკონომისტმა ჯეფრი საქსმა.

„ნულანდი ამ ყველაფრის ერთგვარი სახეა, ვინაიდან ის ყველა ადმინისტრაციაში იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. ის იყო კლინტონის ადმინისტრაციაში, სადაც ანადგურებდა ჩვენს პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით 1990-იან წლებში. ის იყო უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში, ჩეინისთან ერთად, სადაც ანგრევდა ჩვენს პოლიტიკას ნატო-ს გაფართოების კუთხით. შემდეგ იყო ობამას ადმინისტრაციაში, თავდაპირველად – ჰილარის სპიკერად, შემდეგ კი ორკესტრირებდა 2014 წლის თებერვლის გადატრიალებას უკრაინაში, რაც არ იყო კარგი სვლა, – დაიწყო ომი. ბაიდენის ადმინისტრაციაში კი ნულანდი იყო სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ის იყო ჩეინისა და ბაიდენის მრჩეველი – სავსებით ლოგიკურია. ასე რომ, ეს არის ის რეალობა, რომელთანაც საქმე გვაქვს – ეს არის ორივე პარტიის კოლოსალური არეულობა. და კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ვიპოვით სხვა პარტიას?“ – განაცხადა ჯეფრი საქსმა.