„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები ქვემო ქართლში გაგრძელდება.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს მოსახლეობასთან შეხვედრა ქ. რუსთავში გაიმართება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.