ანალიტიკოსი გია აბაშიძე კესარია აბრამიძის მკვლელობის თაობაზე რადიკალური ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ნებისმიერი მკვლელობის, ტრაგედიის ბინძური პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენება მეტყველებს ავტორთა – “ნაცსექტის” უკიდურეს ზნედაცემულობაზე.
რეიტინგულად წელში გამართულ, პატიოსანი პოლიტიკური ცხოვრებით მოქმედს არც მყრალი ინსინუაცია ესაჭიროება და არც საგარეო, თანაც, თავხედური დახმარება“, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.