„ძალიან დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი ის პოლიტიკურ-სოციალური შედეგები, რაც საქართველოში ბოლო ორ წელიწადში დავინახეთ, თუმცა, ერთი მომენტი ვერ გათვალეს და გაითვალისწინეს ამ „დიფ სთეითის“ შემოქმედებმა და იმ სტრატეგიის ავტორებმა, რომელმა სტრატეგიამაც ბევრ ქვეყანაში იმუშავა – ეს არის ქართველი ხალხის ბუნება და კულტურულ-ეთნიკური თავისებურება“, – დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„დიფ სთეითის“ შემოქმედებმა ვერ გათვალეს ის, რომ საუკუნეების განმავლობაში ძალიან ბევრ დამპყრობელთან მოგვიწვია ურთიერთობა. წარმოიდგინეთ, მთელი ამ 3000 წლის განმავლობაში ათასგვარ დამპყრობელს გაუვლია ჩვენს ტერიტორიაზე და მაინც მოვახერხეთ ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნება. ყველანაირი დამპყრობელი ცდილობდა თავისი კულტურის, იდენტობის თავზე მოხვევას და თავისი პოლიტიკის გატარებას, მაგრამ, ქართველებს თვითგადარჩენის ინსტიქტი გენეტიკაში გვიზის“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.