“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ხელახალ არჩევნებს ითხოვს.
“ჩრდილშია გადასაბმელი, ძალიან დააჭირა…
მიდი სალომე, უკანაც ვეღარ დაიხევ, ისეთი სახეებით გიდგანან, რომ პირველი გინება მაგათგან წამოვა.
ჯერ სადა ხართ, მალე შემოსაკავებლები გახდებით.
რა არჩევნებს ნიშნავთ, ბიუჯეტი დამტკიცდა, პრეზიდენტი აირჩია პარლამენტმა, “ეუთოს” დასკვნა დაიდო და ახლა მაქსიმუმ, ერთმანეთში თუ ჩაატარებთ არჩევნებს – ვინ უნდა აღმოჩნდეს განტევების ვაცი და ვის უნდა დაბრალდეს, მთელი ეს ბარდაგი, რაც თავს დამართეთ?!
ჰო და – ერთი თვე მომიცია, ჯერ სალომეს გინებას დაიწყებენ, ხოლო მერე მოიფიქრებენ რაიმე მიზეზს, პარლამენტში თავპირისმტვრევით შესასვლელად”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.