“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდამაყრის, ფასანაურისა და ხანდოს ხეობის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, ხაზი გაუსვეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე გიგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთო ჩხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჩიტაური.