“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი, ქალაქ ბოლნისის დასავლეთ ნაწილში   მცხოვრებ მოსახლეობას შევხვდა   და მათთან განიხილა  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. შეაჯამა  ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები.

დელეგატმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღია საჯარო შეხვედრები დაასრულა, მისი განცხადებით 200 -მდე შეხვედრა ჩაატარა და  დარწმუნებულია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების  გამარჯვებაში.