“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტში სოფლების – ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები; ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.