„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა ოპოზიციური პარტიების, მათი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოებულ მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

„მივმართავთ ადგილობრივი ორგანიზაციების დონორებს: უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება და ამომრჩევლებს შორის არასწორი აღქმების ჩამოყალიბება მათი პასუხისმგებლობაცაა; ამიტომ, მოვუწოდებთ, რომ მათი მხრიდან ამ ფაქტებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, არ გაითვალისწინონ სიცრუის შემცველი ინფორმაციები პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და საკუთარ ანგარიშებში შეაფასონ როგორც ოპოზიციის სიცრუის ტირაჟირება, ისე ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ მათი მხარდაჭერის კუთხით პოზიციონირება”, –  განაცხადა გივი მიქანაძემ.