“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას ქ. მცხეთაში შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებსა და სამომავლო გეგმებს; ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„მცხეთაში მიღებული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ღრმად მწამს, რომ ჩვენი არჩევანი მშვიდობის, სტაბილურობის, რწმენისა და ტრადიციების შენარჩუნების სასარგებლოდ იქნება”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.