“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა

დელეგატმა ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და გამოწვევებზე.

„მოხიბლული ვარ ამ ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისინი კარგად აცნობიერებენ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მზად არიან, მართვის მანდატი კიდევ ერთხელ ანდონ „ქართულ ოცნებას“. ეს რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი მალე გაივლის და საქართველოს სანუკვარი ოცნების ასრულებით, სოხუმსა და ცხინვალში ჩვენი დაბრუნებით დასრულდება!“ – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

შეხვედრას ესწრებოდა გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.